გულის ანევრიზმა cardiac [ventricular, mural] aneurysm

გულის ანევრიზმა – მიოკარდიუმის ინფარქტი შემთხვევათა 10-15%-ში რთულდებაანევრიზმის განვითარებით. პოსტინფარქტული ანევრიზმების უდიდესი ნაწილი ვითარდება მარცხენა პარკუჭის წინა კედელზე, გულის მწვერვალთან. იშვიათად ანევრიზმის მიზეზია ტრავმა, რევმატიზმი.
გულის ანევრიზმა - სიმპტომები, მიმდინარეობა. მცირე ზომის ანევრიზმები (4 სმ-ზე ნაკლები) შესაძლებელია მიმდინარეობდნენ უსიმპტომოდ. როგორც წესი, ადგილი აქვსმიოკარდის ფუნქციის დარღვევებს, რომელიც განპირობებულია ძირითადი დაავადებებით. აღინიშნება გულის საზღვრების გადიდება, პრეკარდიალური პულსაცია, ეკგ-ზე – მიოკარდისინფარქტისათვის
 გულის ანევრიზმა
დამახასიათებელი მონოფაზური მრუდი. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდებაგულის კონტურის გამობერვა. ანევრიზმის ზომებსა და ზუსტ ლოკალიზაციას ადგენენ რენტგენოკიმოგრაფიით. აუცილებელია მიოკარდის ფუნქციის გულდასმითი გამოკვლევა –გულის ღრუების კათეტერიზაცია, დიასტოლური წნევის დადგენით და სხვ. ოპერაციის ჩვენებაა ანევრიზმის გასკდომის საშიშროება, მზარდი მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა, თრომბოემბოლიური გართულებები, მორეციდივე პარკუჭოვანი ტაქიკარდია.  Read the rest of this entry »