ფილტვების ემფიზემა emphysema
ფილტვების ემფიზემა - წარმოადგენს ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების ერთ – ერთ ყველაზე ხშირ ფორმას. ხასიათდება დისტალური ტერმინალური ბრონქიოლების ჰაეროვანი სივრცეების პათოლოგიური გაფართოებითა და ალვეოლური კედლების დესტრუქციული ცვლილებებით. განასხვავებენ პირველად (იდიოპათიკურ)ფილტვების ემფიზემას, რომელიც ვითარდება წინმსწრები ფილტვ – ბრონქის დაავადების გარეშე, და მეორადს (ობსტრუქციულს), რომელიც ხშირად წარმოადგენს ქრონიკულიობსტრუქციული ბრონქიტის გართულებას. გავრცელების მიხევით ემფიზემა შეიძლება იყოს დიფუზური ან კეროვანი.

ფილტვების ემფიზემა - ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამოყოფენ მიზეზთა ორ ჯგუფს, რომლებიც იწვევენ ფილტვების ემფიზემის განვითარებას. პირველ ჯგუფს შეადგენენ ფაქტორები, რომლებიც არღვევენ ფილტვის სტრუქტურული ელემენტების ელასტიკურობასა და გამჭირვალობას: პათოლოგიური მიკროცირკულაცია, სურფაქტანტის ცვლილებები და სხვ. ამ ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიონ პირველადი დიფუზური ემფიზემა. Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий