აქტინომიკოზი actinomycosis

აქტინომიცეტიაქტინომიკოზი - სოკოვანი დაავადება, რომელიც გამოწვეულია აქტინომიცეტების სხვადასხვა სახეებით, რომლებიც საპროფიტობენ პირის ღრუში. გამომწვევია – ხშირად ვოლფ-იზრაელის აქტინომიცეტები. სოკო პათოგენური ხდება პირის ღრუში, თუკი იგი ინერგება ინფიცირებული ჭრილობებითა და ჯიბეებით დაზიანებულ ლორწოვან გარსში, განსაკუთრებით სხვა მიკრობებთან კომბინაციაში.
აქტინომიკოზი - სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდებაკანის სისქეში წითელი ფერის მკვრივი ინფილტრატების წარმოქმნით; რეგიონალური ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის. შემდეგში ხდება ინფილტრატების აბსცენდირება და ჩირქის გაღწევა ფისტულების წარმოქმნით; ჩირქოვან გამონადენს აქვს მომწვანო ელფერი. მიკროსკოპული გამოკვლევით ვლინდება სხივისებრი სოკოები. პროცესის გავრცელება ხდება კანქვეშ, ქსოვილთა ნაპრალებით და არა ლიმფო – და ჰემატოგენურად. კლინიკური ვარიანტებია: ცერვიკულ-ფასციური ფორმა (კისერზე ლოკალიზაციით), გულმკერდისა დააბდომინური ფორმები. ცერვიკულ-ფასციური ფორმის გართულებებია: მენინგიტი,მედიასტინიტი. თორაკული ფორმების დროს შესაძლებელია ინფილტრატების ფორმირება, პროცესში ფილტვის ფესვის ჩართვით, ასევე ნეკნების დაზიანება. აბდომინური ფორმის დროს აქტინომიცეტები ხვდებიან პორტული სისტემით ღვიძლში და იწვევენ აბსცესების განვითარებას. Read the rest of this entry »