პიელონეფრიტი pyelonephritis

პიელონეფრიტი – თირკმელების არასპეციფიკური ინფექციური დაავადება; მიმდინარეობსთირკმლის პარენქიმის, უპირატესად ინტერსტიციული ქსოვილის, მენჯისა და ფიალების დაზიანებით. პიელონეფრიტი შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, პირველადი და მეორადი, მწვავე (სეროზული და ჩირქოვანი), ქრონიკული ან რეციდივული. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ყველაზე უფრო ხშირად პიელონეფრიტის გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკი, პროტეა, სტაფილოკოკისტრეპტოკოკი. მკურნალობის პროცესში მიკროფლორა და მისი მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ იცვლება, რის გამოც საჭირო ხდება შარდის დათესვა ადეკვატური უროანტისეპტიკების განსასაზღვრავად. Read the rest of this entry »