თირკმლების პოლიკისტოზი polycystic kidney

თირკმელების პოლიკისტოზი - თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც ორივე თირკმელში ხდება კისტების თანდათანობითი წარმოქმნა და ზრდა, რაც იწვევს ფუნქციური პარენქიმის ატროფიას; მიეკუთვნება განვითარების მემკვიდრულ ანომალიებს და ხშირად გვხვდება ერთი ოჯახის წევრებს შორის. დაავადებას ახასიათებს პროგრესირება, უფრო ხშირად ვლინდება და დიაგნოსტირდება 20 – 40 წლის ასაკში, მაგრამ ზოგჯერ მისი აღმოჩენა ხდება ბავშვობის, ან მოხუცებულობით ასაკში.
 თირკმლის პოლიკისტოზი
თირკმელების პოლიკისტოზი - ეტიოლოგია, პათოგენეზი. ანომალიის განვითარების მიზეზი ცნობილი არ არის. პათოგენეზი განპირობებულია მილაკების ემბრიონული განვითარების მანკით, რომელთა ერთი ნაწილი ტრანსფორმირდება კისტებად. Read the rest of this entry »