საკვერცხე
ლალი დათეშიძე
ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები
გამოკვლევის მეთოდები. პირველ რიგში შესწავლილ უნდა იქნას ავადმყოფის ანამნეზი. უნდა გაირკვეს რომელ წელს ჰქონდა პირველი მენსტრუაცია (მენარქე), როგორ მიმდინარეობდა მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობიარობებთან და ორსულობებთან დაკავშირებულ მონაცემებს. ზოგადი დათვალიერებისას ყურადღება ექცევა სხეულის აღნაგობის და თმიანობის ხასიათს, სარძევე ჯირკვლების განვითარებას. სარძევე ჯირკვლების პალპაციისას დგინდება გალაქტორეის არსებობა ან არარსებობა. გინეკოლოგიური გამოკვლევა მოიცავს გარეთა სასქესო ორგანოების დათვალიერებას (აღნაგობა, განვითარების ხარისხი); საშო–მუცლის წინა კედლის და სწორ ნაწლავ–მუცლის წინა კედლის გამოკვლევებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან მუცლის წინა კედლის ნორმალური სისქის პირობებში განისაზღვროს საკვერცხეების ზომა, ფორმა, კონსისტენცია, მოძრაობის უნარი. >>>>
Комментариев нет:
Отправить комментарий