დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები

ყოველწლიურად  დიარეული (ფაღარათით) დაავადებებით 4 მილიონი ბავშვი იღუპება [2]. ამ სიკვდილიანობის ნახევრის აცილება შეიძლება უბრალო, მაგრამ მაღალეფექტური მკურნალობით – პერორალური რეჰიდრატაციული თერაპიის (პრთ) გამოყენებით, რეგულარულ კვებასთან ერთად [3], რაც მოითხოვს ერთ ბავშვზე 50 ცენტზე ოდნავ მეტ დანახარს [4]. ამის მაგივრად კი, ასობით მილიონი დოლარი ფუჭად იხარჯება ეგრეთწოდებულ ფაღარათის საწინააღმდეგო წამლებზე, რომლებიც, უკეთეს შემთხვევაში, არაფექტურია, ხოლო უარეს – სახიფათო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, „ასეთი ხარჯების გამართლება შეუძლებელია“ [5]. >>>> Read the rest of this entry »