ნუშურა ჯირკვლების ჰიპერტროფია
სასის ნუშების ჰიპერტროფია - ხშირად შერწყმულია ადენოიდებთან. გვხვდება ბავშვთა ასაკში; ასაკთან ერთად ჰიპერტროფიული ნუშები შესაძლოა დაექვემდებარონ უკუგანვითარებას.
სასის ნუშების ჰიპერტროფია - სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ვლინდება სუნთქვის, მეტყველების, საკვების გადაყლაპვის გაძნელებით. მექანიკური წინააღმდეგობის გამო შესაძლებელია წარმოიქმნას რეფლექტორული ხველა ღამით, განსაკუთრებით ბავშვებში. ეს ბავშვები მძიმედ იტანენ ქუნთრუშას, დიფთერიას. ფარინგოსკოპიით ჩანს, რომ სასის ნუშები მკვეთრად გადიდებული, მოვარდისფეროა, შპატელით დაჭერისას რბილია, გამოდიან სასის რკალებიდან ღებინებითი მოძრაობების დროს, ერთმანეთთან შეხებით ხურავენ ხახას. დამახასიათებელია, რომ ბავშვებში ანთებითი მოვლენები ასეთ ნუშებში არ აღინიშნება. Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий