ლაბირინთიტი labyrinthitis
ლაბირინთიტი - სმენისა და ვესტიბულური ანლიზატორების პერიფერიული ნაწილების დიფუზური ან შემოსაზღვრული დაზიანება. წარმოიქმნება შუა ყურის მწვავე ან ქრონიკული ანთებების, შუა ყურის ტუბერკულოზის, ტრავმის დროს.შუა ყურის ანთებითი დაავადებების განვითარების გზების მიხედვით განახვავებენ ტიმპანოგენურ, მენინგოგენურ და ჰემატოგენურ ფორმებს, ასევე ლაბირინთის ჩირქოვან და არაჩირქოვან დაზიანებებს, ხოლო გავრცელების მიხედვით – დიფუზურ და შემოსაზღვრულს.

ლაბირინთიტი - სიმპტომები, მიმდინარეობა დამოკიდებულია შიგნითა ყურში პროცესის ლოკალიზაციაზე. დაავადების საწყის სტადიებზე აღინიშნება ლაბირინთის გაღიზიანება (ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, გულისრევა, სმენის დაქვეითება, სპონტანური ნისტაგმი, წონასწორობის დარღვევა, ღებინება). Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий