ქრონიკული ლარინგიტი
ლარინგიტი ქრონიკული (chronic laryngitis) - როგორც წესი, წარმოიქმნება იმავე მიზეზებით, რა მიზეზებითაც ვითარდება მწვავე ანთება, ამასთან გამომწვევის შედარებით ხანგრძლივი მოქმედებით; შედეგად ირღვევა ქსოვილთა ტროფიკა და ვითარდება დისტროფიული პროცესი. აღნიშნული დარღვევების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ კატარულ, ჰიპერტროფიულ და ატროფიულ ფორმებს.

ქრონიკული კატარალური ლარინგიტი მიმდინარეობს ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებით, ხშირად დიფუზური. სიმპტომები: ხმის ჩახლეჩა, ყელში ჩაფხაჭნის გრძნობა, პერიოდული ხველა ნახველის გამოყოფით. ყველა ეს ნიშნები ძლიერდება ლარინგიტის გამწვავების დროს. ლარინგოსკოპიის დროს ჩანს დიფუზურად ზომიერად ჰიპერემიულილორწოვანი გარსი, მბგერავი ნაოჭები გასქელებულია; ზოგჯერ აღინიშნება ხორხის შიგნითაკუნთების პარეზი, რაც ვლინდება ყიის არასრული დახურვით ფონაციის დროს. Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий