ანტრიტი

ანტრიტი (antritis) - ანტრუმის კედლისა და მისი გარემომცველი ქსოვილების ანთება. გვხვდება ჩვილ ბავშვებში, ხშირად დღენაკლულებში ჰიპოტროფიის დროს, ასევე სხვადასხვა დაავადებებით დასუსტებულ ბავშვებში.
ანტრიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს გამოხატული კლინიკური სურათით (ხანგრძლივი ტოქსიკოზი, სხეულის მასის სწრაფი შემცირება) და ლატენტურად. ოტოსკოპიური მონაცემები შედარებით ღარიბია; დაფის აპკი მკრთალია; აღინიშნება  ძილიანობა ან პირიქით, ბავშვი მოუსვენრადაა, ხშირად ტირის, ცუდად სძინავს და წოვს, წონაში კლებულობს, კანი ფერმკრთალია, მორუხო ფერის ანციანოზურია, გულის ტონები მოყრუებულია, პულსი გახშირებულია, სხეულის ტემპერატურა მომატებულია (38-39 0 С), ხშირად კი სუბფებრილური ან ნორმალურია. სისხლში ვლინდებალეიკოციტოზი (ნეიტროფილოზი), თეთრი ფორმულის მარცხნივ გადახრით. დიაგნოსტირებაში ექიმს ეხმარება ტიმპანოპუნქცია, პარაცენტეზი, ანტროპუნქცია, რეტგენოლოგიური გამოკვლევა. Read the rest of this entry »