მწვავე ფარინგიტი acute pharyngitis

მწვავე ფარინგიტი – ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება; იშვიათად არის იზოლირებული, ხშირად შერწყმულია ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებასთან გრიპი, სასუნთქი გზების კატარი, სხვადასხვა ინფექციური დაავადებები). ხახის ლორწოვანი გარსის იზოლირებული დაზიანება აღინიშნება მასზე გამღიზიანებელი ფაქტორის უშუალო მოქმედების დროს, როგორიცაა ხანგრძლივად პირით სუნთქვა და ლაპარაკი სიცივის დროს, თამბაქოს წევა, ალკოჰოლი, ძალიან ცხელი და ცივი საკვები და სხვ.
ფარინგიტი
მწვავე ფარინგიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ხახაში ჩაფხაჭნის შეგრძნება, მცირედი ტკივილი ყლაპვის დროს (ტკივილი მეტადაა გამოხატული ნერწყვის გადაყლაპვის დროს, ვიდრე საკვებისა). Read the rest of this entry »