ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირა

ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირაორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირის ბოლოს თქვენი პატარას სიგრძე 2-დან 4 მმ-მდეა. რომ შეგეძლოთ საკუთარ მუცელში ჩახედვა, დაინახავდით დიდ თავსა და მუქი ფერის წერტილებს თვალებისა და ნესტოების ფორმირების ადგილებზე. ყურების ადგილზე ჩანასახს აქვს მცირედი ღრმულები, ხოლო ხელები და ფეხები წარმოდგენილია მხოლოდ მცირე ზომის წანაზარდების სახით. ორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირაზე ჭიპლარის ფეხიდან წარმოიქმნება ჭიპლარი, რომლის მეშვეობითაც თქვენი პატარა შეძლებს თავისუფალ ცურვას სანაყოფე წყლებში. ემბრიონს აქვს ცილინდრის ფორმა და საკმაოდ დიდი ზომის თავის ნაწილი. ამ პერიოდში იგი სულ რამოდენიმე დღეში გაივლის ადამიანის ევოლუციის საკმაოდ გრძელ გზას და მოგვაგონებს თევზის ჩანასახს – აქვს ლაყუჩები და კუდი. განვითარების 23-ე დღეზე (განაყოფიერებიდან 3 კვირის შემდეგ) ჩანასახის გული იწყებს შეკუმშვას. კარგი ულტრაბგერითი სკანერის გამოყენებითორსულობის მე-6 (მეექვსე) კვირაზე უკვე შესაძლებელიაჩანასახის გულის შეკუმშვის დაფიქსირება, და ეს იმ დროს, როცა თავად ჩანასახის ზომა სულ რაღაც 2-4 მმ-ია! გულისცემის სიხშირე წუთში 100-დან 160-მდეა – სისხლი უკვე ცირკულირებს ჩანასახის ციცქნა სხეულში. >>>> Read the rest of this entry »